სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო მასალა სადაც მზიურის ახლად გაკეთებულ პარკში ბილიკები დატბორილია.
განახლებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონს შეადგენს, მიუხედავად ამისა პარკში არსებული ბეტონის ბილიკებს არ აქვს სანიაღვრე სისტემა.
როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ ანალოგიური სიტუაციაა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ველო-ბილიკებზე, რომლებზეც უამინდობის გამო წყლის გუბეებია და სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია.