“რუსეთის აგრესიამ ევროპისკენ მიმავალი გზიდან ვერ გადაგვახვევინა. ახლადშექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე. ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე სვლას დანიასთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად”

დაწერა ტვიტერზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, იეპე კოფოდთან შეხვედრის შემდეგ.