”ვფიქრობ, ეს ძალიან მძიმე დროა, ჩემთვისაც პირადად და საქართველოს ყველა მეგობრისთვის. რასაკვირველია, შეერთებული შტატების ხელისუფლებაში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია. ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა. ჩემთვის ეს ძალიან აღმაშფოთებელია.
პირველ რიგში, კელი დეგნანი ძალიან კარგი დიპლომატია და ის წარმოადგენს აშშ-ის პოზიციას და ის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ადისტანცირებდა იმ თავდასხმებისგან, რომელიც იყო განხორციელებული დეგნანის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ პოზიცია ძალიან უცნაურია.
რა ხდება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ ყოველთვის მეგობრული იყო. ასეთი პირადული თავდასხმებით და ძალიან ცუდი რიტორიკით აშშ-ის მიმართ… თვითონ კელი დეგნანი ყოველთვის ყურადღებით და ძალიან ფრთხილად გამოხატავდა თავის პოზიციას და რასაკვირველია, გამოხატავდა შეერთებული შტატების პოზიციას.
ამიტომ კითხვები ისმის, რა ხდება საქართველოში, რომელიც ყოველთვის მიისწრაფოდა დასავლეთისკენ, მაგრამ ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ პოზიცია იცვლება”
ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ “მთავარის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს “არის ახლა შანსი საქართველოსთვის, დაბრუნდეს სწორ გზაზე რომელსაც გადაუხვია ამ ბოლო დროს. ევროპულმა კომისიამ მისცა საქართველოს ეს შანსი, დაუბრუნდეს ამ გზას და მიიღოს კანდიდატის სტატუსი”.