“ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა,”
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც შევიდნენ.
ცნობისთვის, ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს
გარდა ამისა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.