“ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი” – მამაო მედიის შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებაზე

“ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი” – ასე ხსნის, სასულიერო პირი, მამა იოსებ ღლონტი ფეისბუქზე კრიტიკული ტელევიზიების მიმართ შურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებას.

“გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს”, – ამბობს სასულიერო პირი მთავარ არხთან.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც 5-6 ივლისის მოვლენებზე მედიის ნაწილმა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე კრიტიკული მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტები გააქტიურდა.