“ახლა მაინც ხომ დაინახეთ, ხალხო, რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს. ეს მთავრობა რომ ყოფილიყო, გაიქცეოდა იმავე წუთში და მე როდესაც მეუბნებოდა სარკოზი, აგერ, მე დაგსვამ თვითმფრინავზე, წაგიყვან, თუ არადა ხვალ მოგკლავენ, მე ვუთხარი, რაც არ უნდა მიქნან, ფეხს არ მოვიცვლი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალზე. რუსული სპეცრაზმი გადმომჯდარი იყო კოჯორში და ვერ შეძლეს… მას შემდეგ, რაც ბუში გამოვიდა, რომელსაც ვუყვირე რამდენჯერმე ტელეფონში და დავამუნათე, ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქისა და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.
სამწუხაროდ, ახლა ეს სახელმწიფო, რომელიც გადავარჩინეთ, ამათ ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, ჩვენ კიდევ გვყავს ახალგაზრდობა, მიშას თაობა, გვყავს ძალიან ბევრი, ძალიან გაბედული ადამიანი საქართველოში. ნურაფრის შეგეშინდებათ. ჩემი პატიმრობის ყოველი დღე არის სირცხვილი მსოფლიოს თვალში”
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.