ძალიან სამარცხვინოდ იქცევიან, ახლახან მიიღეს კანონი, გააუარესეს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის პროცესი. მაღალი კვორუმისა და 90 ხმის ნაცვლად დაიყვანეს 76 ხმამდე ანუ მარტივ კვორუმამდე და ახლა კვლავ ცვლიან და უბრუნდებიან ძველ წესს. ფაქტი, რომ ახლახან მიღებულ კანონს ცვლიან, ეს ძალიან კომიკური და სასაცილოა და ალბათ კეთდება იმიტომ, რომ ჯოზეფ ბორელი ჩამოდის და რაღაც უნდა აჩვენონ, თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებების სახით.

ასე ეხმაურება, პარლამენტის დეპუტატი, ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის კიდევ ერთხელ შეცვლას.