მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ“, – ამის შესახებ
7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
„მე მაქვს წინადადება. ის კაცი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ. ფაქტია, რომ ის პირი, რომლის საქმესაც თქვენ განიხილავთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალით გადაიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. მისი უფლებების აბსოლუტური იგნორირებით გამოაქვეყნეს მისი პირადი კადრები ციხის საკნიდან და სამედიცინო ოთახიდან. ასეთი უმსგავსობა არცერთი პატიმრის მიმართ ძალიან დიდი ხანია, ალბათ, თქვენც არ გინახავთ. ეს ადამიანი, ამ წუთას არის ის პირი, ბრალდებული, რომლის საქმესაც განიხილავთ. მათ შორის, სამართლებრივად შეუძლებელია ამდენი კანონდარღვევა ხდებოდეს საჯაროდ პირის მიმართ და თქვენ არ გქონდეთ ინტერესი, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი საჯაროდ დასწრება და ამაზე მიიღოთ პასუხები“, – აღნიშნავს უგულავა.