”ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, დროებით ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას” – ამის შესახებ ენმ-ის მერობის კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე აცხადებს.
“ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან”,- წერს გიორგი კირთაძე Facebook-ზე