დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება COVID-19–ია.
“სეზონური გრიპი ჯერ არ არის. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 % არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი…”,– ამბობს იმნაძე.
დღს საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთლდა 3 366 ადამიანი, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 114 889
- გამოჯანმრთელებულია – 95 581
- გარდაცვლილია – 1 085
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 071
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 723
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 145
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი