ახლა რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ – ირაკლი ღარიბაშვილი

“ახლა რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ “- მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა “ქვეყნის განახლების პროექტი” დააანონსა.  პროექტის მიხედვით, “63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას.

“ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომის და ზოგადად განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობის ახალი შესაძლებლობის გაჩენას”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, პროექტის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება, შესაბამისი ტენდერები კი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება.