“ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. აშშ-ში ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე.
ჩემს შეხვედრებზე ვაშინგტონში ამ კვირაში საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება მტკიცედ და მკაფიოდ წარმოჩინდა. ჩვენ 30 წელია ამაზე ერთად ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და იმსახურებენ – სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში”
თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ვიდეომიმართვაში.