“ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში” – სააკაშვილის ვიდეო მცხეთიდან

“ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში” – სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისმორიგი ვიდეო ვრცელდება. ის ვიდეოში, მცხეთაში იმყოფება და თბილისისკენ მოემართება.

მოვიარე მთელი საქართველო და ეხლა აქ ვარ სვეტიცხოველთან თუ ხედავთ, არ ვიცი და ჯვართნ და შევდივარ უკვე თბილისში. თბილისში, როგორ მომენატრა თბილისი… ვგიჟდები ისე, ეს სვეტიცხოველი და ზემოთ, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.