ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე, მრევლი არ გააბრაზოთ – ინაშვილი ხელისუფლებას

“ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე, მრევლი არ გააბრაზოთ “, – ეს განცხადება  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ინაშვილის განცხადებით, ეკლესიამ და მრევლმა ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა  რადგან „დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია, ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. სამედიცინო პერსონალთან“.

„რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება და მეჩვენება, რომ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე და არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ წავალთ და ვეზიარებით.“, – განაცხადა ირმა ინაშვილი.