”წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი ადამიანი არის სტრესში? რამდენმა ადამიანმა ჩააბარა აღსარება მღვდელს ტელეფონით ამდენი წლის მანძილზე?ახლა ქვეყანა უნდა იქცეოდეს, ოპოზიცია სხდომებს უნდა მართავდეს, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ” – ასე ეხმაურება, ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სუს-ის ფარულ ჩანაწერებს “მთავარი არხის ეთერში”.
“თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი ადამიანი არის სტრესში? რამდენმა ადამიანმა ჩააბარა აღსარება მღვდელს ტელეფონით ამდენი წლის მანძილზე? თავისი პირადი მოუყვა და ან ეს მღვდლები რას გატრუნულან თავმოყვარეობა არა აქვთ? ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს? ისედაც ყველამ ყველაფერი იცის რიღასი გეშინიათ? ყველა ტალახში ვგორაობთ, ყველა ტალახიანები ვართ ვინც დღეს არ გამოვედით და სუს-ი არ დავშალეთ. ვინც იქ არ დავდექით დღესვე და ლილუაშვილის გადაგომა არ მოვითხოვეთ კიარა ყველას გადადგომა და მათი პასუხისგებაში მიეცმა არ მოვითხოვეთ ყველანი ტალახიანები ვართ.
იცით რა უნდა ხდებოდეს ეხლა? ქვეყანა უნდა იქცეოდეს, პარლამენტში ოპოზიცია უნდა იკრიბებოდეს სხდომებს მართავდნენ, იწვევდნენ უცხოელ ექსპერტებს, ქვეყანა უნდა იქცეოდეს და ეს რომ არ ხდება დღეს მიუხედავად იმისა ვისზე აქვთ და ვისზე არ აქვთ კომპრომატები ყველანი თავლაფდასხმულები ვართ რომ დღეს ეს არ ხდება, ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. მაპატიეთ მაგრამ ამ ნეხვის ღირსები ვართ სადაც ჩაგვსხა ივანიშვილმა და ასე თუხთუხებს გარშემო” – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.