„ახლა ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე.  ირანს კარგი რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა და ბევრი ჰქონდა, მაგრამ ისინი ვერ შეედრება აშშ-ში შექმნილ და წარმოებულ ამერიკულ აღჭურვილობას. არავინ აკეთებს ამას უკეთესად, ვიდრე კარგი ძველი ამერიკა“,

დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები „აკონტროლებენ თეირანის ცას“.