ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ – გამყრელიძე

“ახლა არ არის წარსულზე ლაპარაკის დრო, ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ “-  ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, ახლა შეცდომების აღნიშვნის დრო არ არის და ამ “ცეცხლში” ერთად უნდა ჩავაქროთ.

“შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ. ახლა არ არის იმ წარსულზე ლაპარაკის დრო. ახლა სხვა დროა, სხვა. ჩვენ სერიოზულ ბრძოლაში ვართ. ახლა რომ ვიღაცებზე თითის გაშვერა დავიწყოთ, ეს არი არის სწორი. ახლა სწორია, როცა უკვე ცეცხლი ანთია, ერთად უნდა ჩავაქროთ ყველამ. ამიტომ, ახლა ვინ, როდის, რანაირად მოიქცა და ასე შემდეგ, ამას თავი დავანებოთ”,- განაცხადა გამყრელიძემ.