ახლა ხომ ნათლად გაცხადდა , რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს , (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება გახმოვანება)….იყო ერთი ამბავი ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: ” არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის”, რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან “არ მიხვიდეთ,ხელი შემეშლება კარგი გეგმის განხოციელებაში და მიშასთვის ცუდი იქნებაო”, ( ცხადია მაშინ ამომრჩეველმა დაუჯერა მას და არც მიკვირს)შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია, მერე პიპინით-პიპინით ატარა ქუჩაში ენერგეტიკის დაცლამდე, შემდეგ გახსოვთ მისი ფრთიანი ფრაზა:” აქციებმა აქტუალობა დაკარგეს”, “ახლა აქციის დრო არ არის, საქმეს ასე სჭირდება,” მიშა ჩემი მეგობრი არ არის და არ და ვერ იქნება მომავალშიც”.
შემდეგ მაშველ ხიდად დაუდგა ოლიგარქ ივანიშვილს და გამოაცხადა მსხვილი ოპო პარტიის თავმჯდომარემ, რომ აგერ ზოგიერთ ოპო პარტიას რომ აფინანსებს ეს კეზერაშვილია ოლიგარქიო, (არა და 3 თვის წინ გაცხადებული აქვს “კეზერაშვილს პარტნიორად მივიჩნევო” ),თან ეს იმ დროს გააკეთა ნიკა მელიამ , როცა დასავლეთმა ივანიშვილი შეიყვანა ოლიგარქთა სიაში, გახსოვთ ალბათ ცხელ შემოდგომას” დაჰპირდა ამომრჩეველს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, უფრო სწორად “გეგმა” იყო მზაკვრული….
საკონტროლო გასროლა კი გუშინ “ჩაატარა” მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან , როცა მტერს დაანახა რომ სააკაშვილს თითქოს,თურმე მხოლოდ 50 -80 კაცი ჰყავს მომხრე, როცა პარტიის (სულ ცოტახ ხელფასზე მომუშავე) მობილიზაციის შემთხვევაში იქ ჩვეულებრივად 7 ათასი კაცი მაინც უნდა იდგეს ეს აქსიომაა, ნუ ნამდვილ გუშემატკივარ ხალხზე აღარ ვსაუბრობ ( ეს რა თქმა უნდა თუ ნება და სურვილი აქვს თავმჯდომარეს და მობილიზაციას მოახდენს )რა კითხვებია დარჩენილი?!ნუ ბრმათათვის შეიძლება არის, მოაზროვნეთათვის კითხვა აღარ არსებობს! ეს ან უმეცრებაა ან მიზანმიმართული ღალატი -ორივე კატასტროფაა, ერთი განსაკუთრებით!!!! აი ეს არის სიმართლე რომელზეც ვცდილობდი მაქსიმალურად არ მესაუბრა!!
თაკო ჩარკვიანი. პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერი