ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ორი პირი, მათ შორის არასრულწლოვანი, მძიმედ დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.