ახმეტაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი, სადაც მიცვალებული ესვენა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა. დაიწვა მაცივარიც, რომელშიც მიცვალებული ესვენა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.