ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 2–სართულიანი სახლი დაიწვა. ხანძარმა გაანადგურა საოჯახო ტექნიკა და ავეჯიც.
ცეცხლი სავარაუდოდ, გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია თელავის და ახმეტის სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.