ახტირკაში ოკუპანტებმა დაბობეს უკრაინული სამხედროები, რის შედეგადაც დაახლოებით 70 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა.
“მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილი დაბომბა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მოხალისეებიც მუშაობენ. დაღუპული ბევრია. ახლა სასაფლაოზე 70 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისთვის ამზადებენ ადგილს”,– განაცხადა დმიტრი ჟივიცკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ გარდაცვლილები არიან რუსებიც და “მათი გვამებს წითელი ჯვარი წაიღებს”.