ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.
იქამდე, 30 ივნისს, გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.