“მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში “არასდროს” თქმას, თუ მსოფლიო დუმს მაშინ, როცა ბომბი ვარდება ბაბინ იარზე? სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება”
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი. საგარეო მინისტრის თქმით, კიევის სატელევიზიო ანძა, რომელსაც ახლახან დაიბომბა რუსული რაკეტით, ბაბინ იარის ტერიტორიაზე მდებარეობს – სადაც 1941 წლის 29-30 სექტემბერს ნაცისტებმა 33 ათასზე მეტი ებრაელი მოკლეს. “80 წლის შემდეგ რუსი ნაცისტები უკრაინის განადგურების მიზნით იმავე მიწას უტევენ. ბოროტება და ბარბაროსობაა”,– აცხადებს დმიტრო კულება.