“ბაბლში გაპრანჭვა” და “იაფფასიანი ექსპერტიზა” – მელია გაბუნიას განცხადებაზე

”ერთაინი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია ”მთავარის” დირექტორის, გიორგი გაბუნიას კომენტარს გამოეხმაურა და მის განცხადებას ”ბაბლში პრანჭვა” და ”იაფფასიან ექსპერტიზა” უწოდა.

“რა არის ვაი და რა არის ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღრავს;

ხალხის აზრი კი თუ მანამდე გინდა რომ იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა ვიწრო ბაბლში იპრანჭო.

მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხებათ, ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა”.

როცა გამოვაცხადე, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ჟრიამული იყო – გიორგი გაბუნია “მთავარ არხზე”