ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა

თბილისის მერიის განცხადებით, ბაგები–წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა.

ამის გამო 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

“თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”. – წერია მერიის განცხადებაში.