ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობა ყოვლად მიუღებელია. აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი.
“რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძრის ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის”. – დაწერა მან ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიებები “პატრიოტთა ალიანსმა”და ქართულმა ოცნებამ” გამართეს.