ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, ბადრი ესებუა ძალოვანებს ისევ გაექცათ. თავდამსხმელმა რომელმაც “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალიდან ასობით ათასი დოლარი გაიტაცა, კვლავ თავისუფალია. მიუხედავად იმისა რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ რომ კომენდანტის საათის დროს ესებუა სოფელში ყულიშკარში დისტრიბუციის მანქანით გადაყავდათ, მან ისევ შეძლო თავის დაღწევა.