ბავშვებთან არ შეხვიდე სკოლაში! დამარტყი მოდი! – მეუფე სტეფანეს ეპარქიაში დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„ბავშვებთან არ შეხვიდე სკოლაში! დამარტყი მოდი!კრიმინალი ხარ, ქვეყნის გამყიდველი და მრუში” – სუს-ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს ეპარქიის მღვდლები დაუპირისპირდნენ. ის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში არ შეუშვეს.

ცნობილია, რომ გარდა სატელეფონო მოსმენებისა, კრებსებში ტაძრებში ჩანერგილი ადამიანების მიერ გატანილი ინფორმაციაცაა მოხვედრილი.მღვდლებს მეუფე სტეფანესთან შეკითხვები სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.