ბავშვების თვალწინ, ცუგამ კაცს დაუყეფა, ამან ამოიღო იარაღი, ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო! – მოქალაქე

“ბავშვების თვალწინ, ცუგამ კაცს დაუყეფა, ამან ამოიღო იარაღი, ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამუნა გიორგაძე წერს.

“მკვლელებით დასახლებული ქალაქი !!!
ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან ამოიღო ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!

საჩივარი შეტანილია და გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ აქტიურად რომ გამოხმაურება ქონდეს და ერთხელ მაინც დაისაჯოს ვინმე ამ სისასტიკისთვის!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia”-წერს თამუნა გიორგაძე.