საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძემ, წითელი ჯვრის მეშვეობით ოჯახს წერილი გამოუგზავნა. ის ოჯახს წერს, რომ ჭრილობა ჯერ ვერ მოურჩა. გახელაძე იმედს გამოთქვამს, რომ მალე დაბრუნდება.
“როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება ალბათ, და გავივლი, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ზაზა გახელაძე.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.