პოლკ “აზოვის“ სოციალური მედიის არხებით ვრცელდება ვიდეო, რომელიშიც ჩანს რომ აზოვსტალის ბუნკერებში ათობით ბავშვი და ქალი იმყოფება. აზოვის პოლკის მებრძოლებმა მათ საკვები მიუტანეს. ინტერვიუში ბუნკერებში მყოფთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ აქ თებერვლის ბოლოდან არიან და აქაურობის დატოვება და უკრაინაში უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა უნდათ. მათ უთავდებათ საკვები და სხვა საჭირო ნივთები.
მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი თვეზე მეტია პრობლემაა. რუსეთი ჰუმანიტარული კორიდორების გახსნაზე უარს ამბობს. ამჯერად რუსეთის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ თუ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდათ, აზოვსტალის კომპლექსში მყოფი მებრძოლები უნდა ჩაბარდნენ.