ბავშვებში დელტა შტამით ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა გვაქვს – გაბუნია

ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბავშვებში დელტა შტამით ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა გვაქვს – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიამ ასევეაღნიშნა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა იყო გარდაცვალების ორი შემთხვევაც.

“დელტა შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებით, დელტა შტამის გავრცელების სისწრაფე არის უფრო მაღალი და სწორედ ამან განაპირობა, სავარაუდოდ, ჩვენ შემთხვევაშიც ასეთი სწრაფი მატება ბოლო დღეებში ინფექციის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 000-მდე ინფიცირების შემთხვევა გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ახალშობილებში”, – განაცხადა გაბუნიამ.