დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული თვითმფრინავების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს სახლის დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია, ხოლო 17 ადამიანი დაშავდა.
მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, რუსული ჯარები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, სამშობიაროს დაბომბვა ომის დანაშაულია.
ბორის ჯონსონის თქმით, ამ საშინელი დანაშაულისთვის პუტინი პასუხს აგებს.