ბავშვის გაჩენაზე სესხის სუბსიდირება შენ ურჩიე? – ჯაფარიძე პრემიერის მრჩეველს

“ღორის, ძროხის და ქათმის ხორცის წარმოების გაორმაგება 2030-ში, უმუშევრობის დაზღვევა, ბავშვის გაჩენაზე სესხის სუბსიდირება

ესენი შენ ურჩიე? თუ არ გიჯერებს?”,- მიმართავს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ღარიბაშვილის მრჩეველს ინვესტიციის მოზიდვის საკითხებში, ვაზილ ჰუდაკს.

ცნობისთვის, პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა სესხს დაუსუბსიდირებს ყველა მრავალშვილიან და ისეთ ოჯახს, რომელსაც ბავშვი ეყოლება. ასევე, ღარიბაშვილი გეგმავს ღორის, ძროხის და ქათმის ხორცის წარმოების გამორმაგებას 2030 წლამდე.