ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა.
ბატუტი გუშინ ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.