ბათმში, კორპუსის ჩამონგრევის პირველი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პირველი კადრები სადაც ჩანს თუ როგორ ინგრევა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი. კადრები სავარაუდოდ სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.