ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში COVID-19-ით მონაზონი გარდაიცვალა

სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა (ვასაძე) კორონავირუსით გარდაიცვალა.

მონაზონი კოვიდის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.