ბათუმის მერია ანტივაქსერ ირაკლი ფირცხალავას 14 ათასს გადაუხდის – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ბათუმის მერია ევროპის მოედანზე 328 035 ლარად საახალწლო ღონისძიებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უწყვეტი კონცერტები და 31 დეკემბრის “გალა კონცერტი” გაიმართება.

მათი ცნობით, ყველაზე დიდ ჰონორარს, 14 ათას ლარს, რუსეთში მცხოვრები ანტივაქსერი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს, რომელიც 5 დეკემბერს თბილისში მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამართულის აქციის სათავეში იდგა.

“უწყვეტი კონცერტები პანდემიისა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების პირობებში იმართება, რა გარემოებების გამოც მწვანე პასპორტების სისტემის პირველად შემომღებ ღამის კლუბებს გახსნის უფლება არ მისცეს.

Საახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტიდან 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა, საიდანაც 2.4 მილიონი მხოლოდ ხელფასებისთვისაა”,– აცხადებს ორგანიზაცია.