ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ავარიული არ იყო. მისი თქმით, ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები. ~ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.