ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტი დატოვა ვიცე–მერმა ჯაბა ტუღუშმაც. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერიის თანამშრომლებმა მიაწოდეს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში მომხდარს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძე 2 საათზე ბრიფინგს გამართავს.

ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო ისე უმაღლესი საბჭოს სიის [ხუთეულში] ჩასმაზე.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.