ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 გემი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 გემი შემოვიდა. “FB ტანკერი 15” და “ნეფტეროდოვუზ 47”   პორტში გუშინ ღამით შემოვიდნენ. ამ ინფორმაციას, ბათუმში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

“FB ტანკერი 15”, რუსული პორტი “კავკასზიდან” შემოვიდა. შემოიტანა თუ არა ნავთობპროდუქტი ხომალდმა, უცნობია. შესაბამისი უწყებები ხომალდების ტვირთის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობენ.

  • “გუშინ კიდევ დამატებით ორი გემი შემოვიდა სანქცირებული ნავთობით დატვირთული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი. ხელისუფლება, წესით და რიგით, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და კითხვის ნიშნები არსებობს უნდა აკონტროლებდეს და საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიდეს ინფორმაციას თუ რა გემები შემოდის რუსული დროშის ქვეშ, ეს არის თუ არა სანქცირებული ტვირთით გემები თუ არ არის, მაგრამ ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას და პუტინს იმისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდოს”, – თქვა ენმ-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.