ბათუმის 22-ე სკოლა დაიკეტა – პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის 22-ე სკოლა დაიკეტა, რადგან კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. დირექტორის თქმით, პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა.

სკოლის თანამშრომლები გამოკვლევებს იტარებენ.

„დღეს დილით ჯანდაცვის ცენტრმა მაცნობა, რომ ჩვენს თანამშრომელს – ერთ ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, ინფიცირების წყარო უცნობია, იგი პარასკევის შემდგომ სკოლაში არ ყოფილა. როგორც კი აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდა, ყველა თანამშრომელი ტესტებს იტარებს, სკოლა დავკეტეთ და შევაჩერეთ ყველა პროცედურა. ვემზადებით სადეზინფეციო სამუშაოებისთვის. ჯანდცვის სამინისტროს რეკომენდაციით ვიმოქმედებთ. პედაგოგი პარასკევს ჩვეულებრივად იმყოფებოდა სკოლაში, იმ დროს მშობლები და მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან”,- განაცხადა ბათუმის 22 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი რუხაძემ.