ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ბავშვებს დაეჯახა.შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს კვლევები უტარდება.
შსს–მ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექისის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.