ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
როგორც ცნობილია, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
25 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.