ბათუმში, ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ბინაში 40 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ბინაში ქირით ცხოვრობდა.

ადგილზე ექსპერტს-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.