ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
„ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი,“– აცხადებს შსს.
პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დაჯარიმების შემდეგ ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში გადაიყვანა.