ბათუმში ენმ-ს ოფისს ქვები ესროლეს და მინები ჩაამსხვრიეს

ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისს ქვები ესროლეს და მინები ჩაამტვრიეს.

ოპოზიციური პარტია შემთხვევას ქართულ ოცნებას უკავშირებს.

“მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები ჩამსხვრეული. გამოვიძახეთ, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია. მოსულები არიან. ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული არ აქვთ, ველოდებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება. გადასულია უკვე აგრესიაზე და დღევანდელი ვანდალური ფაქტიც მაგის მაგალითია”, – თქვა ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ლაშა კილაბერიამ აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.