ბათუმში, თევზის რესტორანში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.