ბათუმში დაანგრევენ იმ კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 არასრულწლოვანი იყო.
ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და დემონტაჟს საჭიროებს.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, რომ კომისიის მიერ შეისყიდოს სასწრაფო წესით შეისყიდოს დემონტაჟის პროექტი, რადგან იქ მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით. შესყიდული იქნება პროექტი და როგორც კი პროცედურები დასრულდება, დაიწყება უახლოეს პერიოდში [დემონტაჟი]. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება შესყიდვას”, – აცხადებს მერის მოადგილე ფორმულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შსს-მ პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. პროკურატურის ცნობით, მათ შენობას მზიდი და არამზიდი კედლები გამოაცალეს. ერთ-ერთი მუშა ირწმუნება, რომ ეს არ გაუკეთებია.